ჩვენს შესახებ

ლისივაინი – ოჯახური მეღვინეობა და რესტორანია ლისის ტბასთან, სადაც ქართული ტრადიცია და თანამედროვეობა ერთ სივრცეში ერთიანდება.

ჩვენი ისტორია დიდი ბაბუს დროიდან იწყება – მისთვის მეღვინეობა მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების სტილი იყო. სწორედ ამ სიყვარულმა მოგვიყვანა დღემდე და დღესაც ვაგრძელებთ იმას, რასაც ჩვენი წინაპრები გულით და შრომით ქმნიდნენ.


200 წლის ოდა

ლისივაინში არსებული 200 წლის ოდა – ძველი იმერული ხის სახლია, რომელიც სრულად ხელით აღვადგინეთ და ლისის ტბასთან გადმოვიტანეთ.

ეს ოდა ჩვენს სტუმრებს დღემდე სთავაზობს:

   - ოჯახურ სითბოს

   - ავთენტურ ქართულ გარემოს

   - ძველი სოფლის აურას თანამედროვე სივრცეში


ჩვენი ღვინო

ჩვენი მარანი აგრძელებს წინაპართა ტრადიციას.

ღვინოს ვაყენებთ როგორც ქვევრში, ასევე კლასიკური მეთოდით და ჯამში 9 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ.

საერთაშორისო წარმატება:

   - ლისივაინის ღვინო დღეს უკვე პორტუგალიაში, გერმანიასა და ავსტრალიაშიც მიემგზავრება

   - განსაკუთრებით აღიარებულია ჩვენი ქვევრის ღვინო

- 2022 წელს ლისივაინმა ბრიტანეთში, IWSC-ის პრესტიჟულ კონკურსზე საპრიზო ადგილიც მოიპოვა


რესტორანი

ლისივაინის რესტორანი გთავაზობთ ქართულ კერძებს, რომლებიც ბებიების რეცეპტებზეა დაფუძნებული და ოდნავ თანამედროვე ნოტებით არის გამდიდრებული.

თითოეული კერძი ისეა შექმნილი, რომ:

   -  სრულ ჰარმონიაში იყოს ღვინოსთან

   - სტუმარს სახლში ყოფნის თბილი შეგრძნება დაუტოვოს

ჩვენი სივრცეები:

   - დიდი დარბაზი – ყოველდღიური სტუმრებისთვის

   - სადღესასწაულო სივრცე – ღონისძიებებისთვის

   - ეზო ლისის ტბის ხედით – მშვიდი განტვირთვისთვის ან მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად


ღონისძიებები

ლისივაინი ხშირად ხდება განსაკუთრებული დღეების მასპინძელი. ჩვენთან შეგიძლიათ აღნიშნოთ:

   - ქორწილი

   - ნათლობა

   - დაბადების დღე

   - კორპორატიული შეხვედრა

   - Team-building

თვითეულ ღონისძიებას ინდივიდუალურად ვუდგებით და ვცდილობთ, სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული, თბილი და გულწრფელი გარემო შევუქმნათ.


ღვინის ტური

ლისივაინში სტუმრობა მხოლოდ ღვინის დაგემოვნება კი არა, პატარა მოგზაურობაა ძველ საქართველოში.

ტური მოიცავს:

   - მარანის დათვალიერებას და ქვევრის ღვინის გაცნობას

   - 200 წლის ოდაში ისტორიული ნივთების ნახვას

   - ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას

   - ღვინის დეგუსტაციას საავტორო კერძებთან ერთად